ესპანური პრიმერას 36-ე ტურში (4 მაისს), „ბარსელონა“ „სელტას“ ნახევრად ახალგაზრდული შემადგენლობით დაუპირისპირდება, ძირითადის ფეხბურთელები კი „ლივერპულთან“ ჩემპინთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალური მატჩისთვის მოემზადებიან - გვაცნობს Fiitball Espana.
ეს ბუნებრივიცაა, რადგან გასულ ტურში კატალონიელები უკვე გახდნენ ქვეყნის ჩემპიონები და ახლა შეუძლიათ ექსპერიმენტები ატარონ. ხუთშაბათს პირველი გუნდის ვარჯიშში ახაგაზრდებმა: ინიაკი პენიამ, მუსა ვაგემ, ორიოლ ბუსკეტსმა, ალეკს კოლადომ, რიკი პუჩმა, კარლეს პერესმა და აბელ რუისმა მიიღეს მონაწილეობა.