RNE-სთან ინტერვიუს დროს მადრიდის „ატლეტიკოს“ ნახევარმცველმა განაცხადა, რომ მისთვის მხოლოდ „ბარსელონა“ თამაშობს კარგ ფეხბურთს. ამის შესახებ Marca წერს.
კოკეს განმარტებით, „ბარსელონა“ ჩემპიონთა ლიგის ფავორიტია და სწორედ ეს აძლევს მას ამის თქმის უფლებას.
მადრიდის „ატლეტიკოს“ ნახევარმცველი ამბობს, რომ მესის თანამედროვე ფეხბურთში არავინ ჰგავს და მისი თამაშისას „ბარსელონას“ ფორვარდის შეჩერება შეუძლებელია.
ესპანეთის ჩემპიონის ტიტული „ბარსელონამ“ მოიპოვა. მეორე ადგილს კი კოკეს „ატლეტიკო“ დასჯერდა.