ბრაზილია კოპა ამერიკაზე თეთრი ფორმით ითამაშებს, რომელიც 1950 წლის შემდეგ არ გამოუყენებია. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
ბოლოს მათ ასეთი ფორმა მსოფლიოს 1950 წლის ჩემპიონატის გადამწყვეტ მატჩში გამოიყენეს. მაშინ ტურნირს ბრაზილია მასპინძლობდა. თუმცა, ურუგვაიმ სენსაციურად 2:1 მოიგო და მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
მას შემდეგ, ბრაზილიის ნაკრებმა „თეთრები“ ერთადერთხელ, 2004 წელს ჩაიცვა. ბრაზილიამ და საფრანგეთმა „სტად დე ფრანსზე“ ფიფას 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად ამხანაგური მატჩი ჩაატარეს.