ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური სერიის პირველ მატჩში „ბარსელონამ“ „ლივერპული“ ანგარიშით 3:0 დაამარცხა.
შეხვედრის 26-ე წუთზე ანგარიში ლუის სუარესმა გახსნა, მეორე გოლი კი 75-ე წუთზე ლიონელ მესიმ გაიტანა. მესამე გოლის ავტორი ასევე მესი გახდა.
ამ დუბლის წყალობით მესიმ „ბარსელონას“ შემადგენლობაში უკვე 600 გოლი აქვს გატანილი.