საფეხბურთო კლუბ „პორტუს“ 37 წლის მეკარე იკერ კასილიასს საფეხბურთო კარიერის დასრულება მოუწევს. მას ასეთი განაჩენი ექიმმა-კარდიოლოგმა ანტონიო კორბალანმა გამოუტანა.
პორტალ AS-ის ცნობით, კორონაციის შემდეგ სტენტით ფეხბურთის თამაში შეუძლებელია: „იკერი იცხოვრებს ნორმალურ პირობებში, თუმცა ვერ დაკავდება სპორტით, პროფესიონალურ დონეზე“, - ამბობს კარდიოლოგი.
თავად ფეხბურთელმა კი Twitter -ზე გულშემატკივრები დაამშვიდა, რომ თავს კარგად გრძნობს და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
იკერ კასილიასი 1-ელ მაისს ჰოსპიტალში გულის შეტევით გადაიყვანეს და სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.
„პორტუს“ კარს იკერ კასილიასი 2015 წლიდან იცავდა. მასთან ერთად კლუბს პორტუგალიის ჩემპიონატი და სუპერთასი აქვს მოგებული. მანამდე (1999-2015) კასილიასი მადრიდის „რეალის“ ღირსებას იცავდა.