ნეიმარსა და მბაპეს ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ემუქრებათ

ნეიმარსა და მბაპეს ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ემუქრებათ

ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ ლიდერები ნეიმარი და კილიან მბაპე შესაძლოა მკაცრად დასაჯონ. Le Parisien-ის ინფორმაციით, საფრანგეთის თასის ფინალში „რენთან“ დაპირისპირება ორივე ფეხბურთელს სავარაუდოდ ძვირად დაუჯდება.

ნეიმარმა თამაშის შემდეგ ერთ-ერთ გულშემატკივარს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით ბოდიშიც მოიხადა, 8-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება.

რაც შეეხება მბაპეს, მან მატჩის მიწურულს დამიენ და სილვასთან ზედმეტად უხეში თამაშის გამო წითელი ბარათი მიიღო. ეს კი, შესაძლოა 3-4 მატჩის გამოტოვების ფასად დაუჯდეს.

შეგახსენებთ, რომ პსჟ-მ საფრანგეთის თასის ფინალი სამი დღის წინ „რენთან“ მატჩისშემდგომ პენალტების სერიაში წააგო.