„ბარსელონა“ კლოპს - „კამპ ნოუ“ ჩვენი სახლი, ტაძარი და ციხესიმაგრეა“

„ბარსელონა“ კლოპს - „კამპ ნოუ“ ჩვენი სახლი, ტაძარი და ციხესიმაგრეა“

„ბარსელონამ“ თავის ოფიციალურ „ტვიტერზე,“ „ლივერპულთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩის წინ, გამოაქვეყნა სლოგანი: „კამპ ნოუ“ ჩვენი სახლი, ტაძარი და ციხესიმაგრეა.“

ეს იყო პასუხი „ლივერპულის“ მწვრთნელს, იურგენ კლოპს, რომელმაც გუშინ პრესკონფერენციაზე თქვა: „კამპ ნოუ“ უბრალოდ სტადიონია და არა ტაძარიო.

„კამპ ნოუ“ უბრალოდ სტადიონია. დიდრონია, მაგრამ საფეხბურთო ტაძარი არ არის. ერთხელაც აქ უნდა ჩამოვსულიყავით და აი, ჩამოვედით. ამ სტადიონზე თამაში ძალიან რთულია და სტუმარი გუნდი ფავორიტად ვერ ჩაითვლება.“ - განაცხადა კლოპმა.