მადრიდის „რეალმა“ 2018-2019 წლების სეზონი ჩააგდო და ადვილი მისახვედრია, რომ ფლორენტინო პერესი ზაფხულში დიდძალ თანხას გამოყოფს შემადგენლობის განახლებისა და გაძლიერების მიზნით.
ესპანური გამოცემა Don Balon-ი კი, იმ ფეხბურთელთა სიას აქვეყნებს, რომელთა უმეტესობა ზაფხულში „სანტიაგო ბერნაბეუს“ დატოვებს.
ხსენებული წყაროს ცნობით, ზინედინ ზიდანის ე.წ „შავ სიაში“ შემდეგი ფეხბურთელები მოხვდნენ:
ტიბო კურტუა, ნაჩო, ხესუს ვალიეხო, სერხიო რეგილონი, კაზემირო, დანი სებალიოსი, მარკოს ლორენტე, ფედერიკო ვალვერდე, ტონი კროოსი, ლუკა მოდრიჩი, მარკო ასენსიო, ისკო, მარიანო დიასი, გარეთ ბეილი.
რა თქმა უნდა, ყველა ხსენებული ფეხბურთელი ალბათ, „რეალს“ ერთად არ დატოვებს, მაგრამ ბევრი მათგანის წასვლა მართლაც გარდაუვალი იქნება.