სულშერმა მარსიალი გააკრიტიკა

სულშერმა მარსიალი გააკრიტიკა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი, ოლე გუნარ სულშერი, თავისი გუნდის თავდამსხმელით, ანტონი მარსიალით უკმაყოფილოა - გვამცნობს Daily Mail.

გამოცემის ინფორმაციით, ნორვეგიელ სპეციალისტს მარსიალის საქმესთან დამოკიდებულება არ მოსწონს. მაგალითად, პრემიერლიგის 36-ე ტურის „ჩელსისთან“ საშინაო მატჩისწინა მოთელვაზე, ის ბურთიანად მინდორზე იდგა და პარტნიორებს გასცქეროდა.

შედეგად სულშერმა შეცვლაზე მის მაგიერ ალექსის სანჩესი შეუშვა. შემდეგ კი მარსიალი საჯაროდ გააკრიტიკა.

მარსიალი „მანჩესტერში“ 2015 წლიდან თამაშობს.