„ბარსელონას“ მთავარვარსკვლავი, ლიონელ მესი, წმინდა გიორგის ჯვარს მიიღებს, რომელიც კატალონიაში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოდ ითვლება. ამ ჯვარს 1981 წლიდან ანიჭებენ ადამიანებს, რომლებმაც ესპანური საზოგადოების ყოფაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს.
„მესიმ აღიარება არაჩვეულებრივი საფეხბურთო კარიერის გამო მიიღო. ის მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. არგენტინიდან კატალონიაში სულ პატარა ჩამოვიდა. მესი თავის თავში აერთიანებს სამართლიანობას, კრეატიულობას, გუნდურ სულსა და პატივისცემას,“ - წერია კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
მიმდინარე სეზონში მესიმ „ბარსას“ მაისურით 45 მატჩში 46 ბურთი გაიტანა და 22 საგოლე გადაცემით გამოირჩა.