ფრანგული „პარი სენ-ჟერმენის“ ბრაზილიელ ფორვარდს ნეიმარს ბრაზილიაში გადასახადების დამალვაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ გამოცემა BeSoccer წერს.
საგადასახადო სამსახურმა უკვე დააყადაღა 27 წლის ფეხბურთელის ქონების ნაწილი, მათ შორის კერძო თვითმფრინავი და ვერტმფრენი. გავრცელებული ინფორმაციით, მათი კონფისკაცია ჯერ არ იგეგმება - ფეხბურთელს კერძო ტრანსპორტით სარგებლობის უფლება აქვს, მაგრამ მას ვერ გაყიდის. დაყადაღებული ქონება წარმოადგენს გარანტიას იმ შემთხვევისთვის, თუ ნეიმარი დაკისრებულ სანქციებს ვერ შეასრულებს.
ნეიმარი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების ხუთეულში შედის. გამოცემა France Football -ის ინფორმაციით, შარშან მისმა შემოსავალმა ჯამში 91,5 მილიონი ევრო შეადგინა. „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლამდე ნეიმარი ბრაზილიური „სანტოსისა“ და ესპანური „ბარსელონას“ ღირსებას იცავდა.