მთავრობა ცდილობს, მაგრამ მთაში მოსახლეობა არ ჩერდება

მთავრობა ცდილობს, მაგრამ მთაში მოსახლეობა არ ჩერდება

საქართველოს მთავრობა ცდილობს მთიან რეგიონებში მოსახლეობა როგორმე წაახალისოს და მათ ადგილზე დამაგრებას ხელი შეუწყოს, თუმცა აქედან ბევრი არაფერი გამოდის. ხალხს გული ბარისკენ და დიდი ქალაქებისკენ მოუწევთ. სხვადასხვა პროგრამების ამოქმედება მხოლოდ მცირე დროის მონაკვეთში იძლევა არცთუ დიდ ეფექტს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის მზია გიორგობიანის ინფორმაციით, მთავრობა მაღალმთიანი დასახლების სტატუსით დაფარვის არეალის გაფართოებას გეგმავს. ასეთი დასახლებების ჩამონათვალში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლები იქნება.

„ასეთი 19 დასახლებაა, რომელიც აკმაყოფილებს 800 მეტრ ჰიფსომეტრიულ სიმაღლეს და მათთვის ვფიქრობთ მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭებას. აღნიშნული საკითხი განხილული და მოწონებული იქნა მთის საბჭოზე. ახლა პროცედურებს გავდივართ, რომ საკანონმდებლო დონეზეც მოხდეს აღნიშნულის ასახვა.

გარდა ამისა, იმ მაცხოვრებლებისთვის, რომლებიც 2000 მეტრზე ან მის ზემოთ მდებარე დასახლებებში ცხოვრობენ, განსხვავებული რეალობა დგას იქ არსებული კლიმატური პირობებიდან გამომდინარე. ამიტომ ვფიქრობთ, რომ დღეის მდგომარეობით, ის ცხრათვიანი აუცილებელი საცხოვრებელი დრო, რომელიც განსაზღვრულია კანონით, 6 თვემდე შემცირდეს“, - განაცხადა მზია გიორგობიანმა.

მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ მოქმედი კანონის თანახმად, მაღალმთიანად ითვლება დასახლება, რომელიც ზღვის დონიდან 1500 მეტრის სიმაღლეზე ან მის ზევით მდებარეობს. ასევე, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, სხვადასხვა კრიტერიუმის გათვალისწინებით, ეს სტატუსი მიანიჭოს ზღვის დონიდან არანაკლებ 800 მეტრის სიმაღლეზე მდებარე დასახლებას. მაღალმთიან დასახლებებში მაცხოვრებელი პირები სხვადასხვა სოციალური და საგადასახადო შეღავათებით სარგებლობენ.

მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით მთაში მოსახლების მიბრუნება კი არა, დამაგრებაც ვერ ხერხდება. მოსახლეობა წლდან წლმადე იკლებს. ამიტომ ხელისუფლება ცდილობს დამატებითი სარგებელი შესთავაზოს ადგილზე დარჩენილ ადამიანებს. ეს, ძირითდად, სხვადასხვა პროგრამების ამოქმედებაში გამოიხატება.

ახლო მომავალში მაღალმთიანი რეგიონების მაცხოვრებლებს, რომელთაც ელექტროენერგია არ მიეწოდებათ, მთავრობა მზის პანელებს გადასცემს. პანელებს, დაახლოებით, 200 ოჯახი მიიღებს. ახლა სატენდერო წინადადებები მუშავდება და უახლოეს მომავალში ტენდერი გამოცხადდება.

„ეს ჩვეულებრივი, ღია ტენდერი იქნება და ყველა კომპანიას ექნება მონაწილეობის უფლება. დღეის მდგომარეობით აღწერილი გვაქვს აღმოსავლეთ საქართველოში 135 მოსახლე, რომელიც ამ მზის პანელს მიიღებს. ამ აღწერაში დაგვეხმარა „იუესაიდი“ და იქ უშუალოდ ჩართული იყო თითოეული მუნიციპალიტეტი. გადაცემა მუნიციპალიტეტების მიერ მოხდება და მოვლა-შენახვა სატენდერო წინადადებებში იქნება ჩადებული.

წარმადობას რაც შეეხება, ეს იქნება 1.5-კილოვატიანი სიმძლავრის მზის პანელები, რომელიც საშუალებას იძლევა მაცივრის, ტელევიზორის, წყლის გამათბობლის ჩართვის საშუალებას“, - განუცხადა „ბიზნეს მედიას“ გიორგობიანმა.

მიუხედავად ამისა, მთის მოსახლეობის გულის მოგება მაინც ჭირს. ადგილზე უმეტესად დარჩენილია ასაკოვანი ადამინები, ამიტომ შობადობა და მომავალი თაობის პოპულაცია მინიმუმამდეა დასული. შესაბამისად, რამდენიმე რეგიონში (რაჭაში, ლეჩხუმში, ქვემო სვანეთში, ფშავში) სიკვდილიანობის მაჩვენებელი აჭარბებს დაბადების მაჩვენებელს. ეს კი, ისედაც მიტოვებული ტერიტორიების კიდევ უფრო გაუკაცრიელებას იწვევს.

უ ც ხ ო არც გაჩერდება, მზის პანელების გარდა თუ არაფერს შესთავაზებს მთავრობა! - მოსახლეობას, პირველ ყოვლისა, სჭირდება ნორმალური, თანამედროვე სტანდარტების გზა და არა ისეთი, სული კბილით რომ უჭირავს მგზავრს... (ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იან წლებში, დაღესტნის ყველა აულში მიდიოდა შესანიშნავი, მოასფალტებული გზა, როგორიც იყო იმ დროს თბილის-კახეთის გზატკეცილი). კარგი და კომფორტული გზა ტურისტსაც მიიზიდავს და ტურისტის მასპინძლობიდან სარგებლის მომლოდინე მოსახლესაც გაუჩენს იქ დამკვიდრების სურვილს.
5 წლის უკან
amo გზა და ინტერნეტი უფასოდ.
5 წლის უკან
თბილისელი მარტო მზის პანელები ეყოფათ?
გზა უნდათ, 21-ე საუკუნეში მთვარეზე ექსკურსიები ეწყობა უკვე და ამ სოფლებში კი გზა კიარა საცალფეხო ბილიკები მიდის ისევ. წყალი უნდათ, კილომეტრებზე რო დადიან ერთი ჭიქის გასარეცხად და გაზი უნდათ.
მიწების დაკანონება უნდათ, მიწებს ვერ იმტკიცებენ.
სესხები უნდათ უპროცენტო განვადებით და გადასახადებისგან გათავისუფლება.
5 წლის უკან
Serapina პატივცემული ხოხობი, შენ სააკაშვილს ვინ დაუშალა ამ ყველაფრის გაკეთება,რაც ჩამოთვალე?
უშგულში, მიწებს რატომ არ უმტკიცებდა ხალხს იცი?
კი იცი... უბრალოდ,ახლა ითხოვთ ყველაფერს ხელისუფლებისაგან, იმიტომ რომ სააკაშვილი არ არის პრეზიდენტი თორემ...
თქვენმამ მზემ, სულ აყვავებული ჰქონდა თქვენს სააკას ყველაფერი...
თქვენ, მარტო მიშას მიმართ ავადმყოფური სიყვარული გალაპარაკებთ... ამიტომ, სულ ერთია რას იტყვით... სად დარაზმავთ ხალხს და სად, იდემონსტრაციებთ!
ვინც ანგელიკას გადაურჩით, ფრანციაში მოგეფერებიან !
რა, მწარედ გინდათ რევოლუცია!
რა, ყოველ პატარა ხავსს ეჭიდებით...
ოღონდ ამაოდ!
5 წლის უკან