რუსეთის პრემიერლიგაში სამარის "კრილია სოვეტოვმა" "ურალს" უმასპინძლა და მორიგი მარცხი განიცადა (0:1). მიოდრაგ ბოჟოვიჩმა ჯანო ანანიძე ძირითად შემადგენლობაში გაამწესა, მაგრამ ჩვენებური საკუთარ გუნდს ვერაფრით შეეწია.
ჯანო მინდორზე 77-ე წუთამდე იმყოფებოდა, ხოლო ერთი წუთით ადრე პენალტის მოპოვებას ცდილობდა. ქართველი საჯარიმოში დაეცა, მაგრამ მთავარმა მსაჯმა ალექსეი მატიუნინმა მოწინააღმდეგე ბუმალისგან წესის დარღვევა ვერ დაინახა. შედეგად, ჯანო სიმულაციისთვის გააფრთხილა.
აქვე გეტყვით, რომ "კრილიას" სეზონის დასრულებამდე 5 ტურით ადრე 27 ქულა აქვს და საპლეი-აუტო ზონაშია. მომდევნო მატჩს კი, გათამაშების ლიდერ და საჩემპიონოდ მომართულ "ზენიტთან" სანქტ-პეტერბურგში ჩაატარებს.