მადრიდის „რეალი“ დორტმუნდის „ბორუსიას“ ინგლისელი ტალანტის ჯეიდონ სანჩოს სამსახურით დაინტერესდა. ინფორმაციას გერმანული Bild-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ტრანსფერის უშუალო ინიციატორი „სამეფო კლუბის“ თავკაცი ზინედინ ზიდანი ყოფილა და კლუბის მესვეურვებს ტრანსფერზე მუშაობა დაავალა. „დორტმუნდი“ კი ინგლისელ შემტევთან ადვილად შელევას არ აპირებს. Bილდ-ი წერს, რომ ამისთვის 180 მილიონი ევრო იქნება საჭირო და თუ „რეალი“ დათანხმდა, სანჩო ნეიმარის შემდეგ ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდება.
„დორტმუნდის“ სპორტული დირექტორი მიხაელ ცორკი კი სანჩოს გასხვისებას დამდეგ ზაფხულს გამორიცხავს:
„ჯეიდონი მომდევნო სეზონშიც „დორტმუნდში“ ითამაშებს. ჩვენ მასთან თამაშშრომლობას ვაპირებთ“, - თქვა ცორკმა.
აქვე გეტყვით, რომ სანჩო „დორტმუნდს“ მოქმედი კონტრაქტით 2022 წლის ზაფხულამდე ეკუთვნის. მიმდინარე სეზონში ინგლისელმა ფეხბურთელმა 39 თამაშში 12 გოლი გაიტანა და 18 საგოლე პასი მიითვალა.