„იუვენტუსის“ მთავარვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ, მოხიბლულია ხოსეპ გვარდიოლას „მანჩესტერ სიტიში“ მუშაობით და მიესალმებოდა 48 წლის სპეციალისტის ტურინში გადასვლას - წერს Marca.
მოგეხსენებათ, „იუვეს“ ამჟამინდელი მწვრთნელის, მასიმილიანო ალეგრის შესაძლო გათავისუფლებაზე ლაპარაკი გუნდის ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის შემდეგ გახშირდა.
გვარდიოლას კონტრაქტი „სიტისთან“ 2021 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი. ის „ქალაქელებს“ 2016 წლიდან წვრთნის და ამ დროის განმავლობაში ოთხი ჯილდო მოიგო: ერთხელ პრემიერლიგა, ორჯერ ლიგის თასი და ერთხელაც ინგლისის სუპერთასი.