იტალიის მოქმედი ჩემპიონი ტურინის "იუვენტუსი" 2019-2020 წლების სეზონში განახლებული ფორმით ითამაშებს. ბუნებრივია, ამაში გასაკვირი არაფერია, მაგრამ გამოსარჩევი ამბავი მაინცაა.
საქმე ისაა, რომ "იუვეს" მაისურები ჩვეულებრივი შავ-თეთრი ვერტიკალური ზოლების გარეშე იქნება. გუნდი არ იცვლის ისტორიულ ფერებს და მაისური ისევ შავ-თეთრი იქნება, ოღონდ მხოლოდ განსხვავებულ სტილში - ტრადიციულ ფერებს შორის კი, წვრილი ვარდისფერი ზოლი იქნება დატანილი.
ინფორმაცია ამ დროისთვის "ბებერი ქალბატონის" ვებგვერდს არ დაუდასტურებია, მაგრამ სოციალურ ქსელში უკვე გაჩნდა ფედერიკო ბერნარდესკისა და პაულო დიბალას ფოტოები, რომლებიც ტურინელთა საშინაო არენაზე პოზიორობენ.