იგორ კოკოშკოვი NBA-ის კლუბ „ფინიქსის“ მთავარი მწვრთნელი აღარაა

იგორ კოკოშკოვი NBA-ის კლუბ „ფინიქსის“ მთავარი მწვრთნელი აღარაა

იგორ კოკოშკოვი NBA-ის კლუბ ფინიქსის მთავარი მწვრთნელი აღარაა. „ფინიქს სანსმა“ მთავარი მწვრთნელი, იგორ კოკოშკოვი გაათავისუფლა. ამის შესახებ CBS-ი წერს.

კლუბს კოკოშკოვი 1 წლის განმავლობაში წვრთნიდა. თუმცა, სეზონი „ფინიქს სანსმა“ წარუმატებლად დაასრულა.

იგორ კოკოშკოვი საქართველოს ნაკრებში 2008-დან 2015 წლამდე მუშაობდა. კოკოშკოვთან ერთად საქართველოს ნაკრებმა 3 ევრობასკეტზე ითამაშა.