ლეგენდარულმა ქართველმა ტყვიის მსროლელმა ნინო სალუქვაძემ პირველივე ჯერზე ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა.
ჩვენი გუნდის ლიდერმა, ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის სამგზის ჩემპიონმა ეს დღეს პეკინში დაწყებულ ტყვიის მსროლელთა მსოფლიოს თასზე შეძლო, სადაც 578 ქულით ფინალშიც გავიდა.
176.9 ქულით ის საბოლოოდ მეხუთე ადგილზე გავიდა და ლიცენზია დაისაკუთრა, რადგან მის წინ მდგომთაგან ბერძენ ოლიმპიურსა და მსოფლიოს ჩემპიონ ანა კორაკაკის, რუს ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონ ვიტალინა ბაცარაშკინას და უნგრელ ვერონიკა მაიორის უკვე ჰქონდათ საგზურები, კიდევ ერთი ლიცენზია კი კორეელმა მინჯუნ კიმმა მოიპოვა, ვინც გაიმარჯვა კიდეც პეკინში.
ქალთა ტურნირის კიდევ ერთი ქართველი მონაწილე ლიზი კილაძე 563 ქულით მე-60 ადგილზე გავიდა. ნინო სალუქვაძისთვის ტოკიოს ოლიმპიური თამაშები კარიერაში მე-9 იქნება.