მადრიდის „რეალი“ ზაფხულში გარეთ ბეილის გასხვისებას აპირებს. „სამეფო კლუბში“ ეს გადაწყვეტილება უკვე მიიღეს, რადგან ფეხბურთელს ქომაგებთანაც გაუფუჭდა ურთიერთობა.
„სანტიაგო ბერნაბეუს“ პუბლიკამ „ბილბაოსთან“ მატჩის დროს უელსეს დაუსტვინა და ცხადია, რომ მისი მადრიდში დარჩენა თითქმის გამორიცხულია.
Marca-ს ცნობით, „ბლანკოსის“ მენეჯმენტი ბეილის გაყიდვას ყველანაირად შეეცდება, მაგრამ თუ სასურველი წინადადება ვერ მიიღო, მაშინ გაანათხოვრებს. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი ბეილის მაღალი ხელფასია - ის გუნდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია და სეზონში 17 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ზინედინ ზიდანი უელსელ ვარსკვლავს ძირითადი შემადგენლობის წევრად არ განიხილავს. შეგახსენებთ, ბეილი „რეალს“ 2013 წლის ზაფხულში ლონდონის „ტოტენჰემიდან“ შეუერთდა. ამ ეტაპზე სწორედ ინგლისში დაბრუნებაა ყველაზე რეალური.