ქართველ ჰოკეისტთა პირველი გამარჯვება მსოფლიო ჩემპიონატზე

ქართველ ჰოკეისტთა პირველი გამარჯვება მსოფლიო ჩემპიონატზე

საქართველოს ჰოკეისტთა ეროვნულმა ნაკრებმა ჰოკეიში 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის II დივიზიონის B ჯგუფში პირველი და ისტორიული გამარჯვება იზეიმა და აღნიშნულ დონეზე ადგილის შენარჩუნებისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

შეგახსენებთ, რომ მექსიკურ სანტა ფეში მიმდინარე ტურნირის სასტარტო ტურში ქართველი ჰოკეისტები ჩრდილოეთ კორეასთან 4:9 დამარცხდნენ, გუშინ კი მასპინძლებს გაეჯიბრნენ და 3:2 (1:1, 1:0, 1:1) იმარჯვეს. შეხვედროს გმირი ალექსანდერ ვასილჩენკო გახდა, რომელმაც ჰეთ-თრიკის შესრულება მოახერხა.

ახლა, შეჯიბრზე ერთდღიანი შესვენებაა, 24 აპრილს, საქართველოს ნაკრები ახალ ზელანდიას ეთამაშება, 26-ში – ისლანდიას, 27-ში კი – ისრაელს. ცხადია, რომ ქართველთა უმთავრესი მიზანი მსოფლიო პირველობის II დივიზიონში ადგილის შენარჩუნებაა, სადაც ჩვენები ისტორიაში პირველად ირჯებიან.