სტერლინგმა გარდაცვლილი 13 წლის ფეხბურთელის დაკრძალვის ხარჯები დაფარა

სტერლინგმა გარდაცვლილი 13 წლის ფეხბურთელის დაკრძალვის ხარჯები დაფარა

ინგლისური „მანჩესტერ სიტის“ შემტევმა რაჰიმ სტერლინგმა გარდაცვლილი 13 წლის ფეხბურთელის დაკრძალვის ხარჯები დაფარა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

„კრისტალ პალასის“ აკადემიის ფეხბურთელი დამარი დოკინსი 13 წლის ასაკში გასულ თვეში ლეიკემიით გარდაიცვალა. ინგლისელმა ფეხბურთელმა დამარი გარდაცვალებამდე ნოემბრის თვეში საავადმყოფოშიც მოინახულა.

მარტში კი, ინგლისისა და ჩეხეთის დაპირისპირების დროს (5:0), სტერლინგმა მეორე გოლის დროს ქომაგებს მაისური აჩვენა, რომელზეც თვითონ და დოკინსი იყო აღბეჭდილი.

„დამარი განსაკუთრებული ბიჭი იყო და მან ბევრ ადამიანს დაწყვიტა გული, მათ შორის მეც“, - თქვა რაჰიმ სტერლინგმა.