ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) კლუბის „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ ყოფილ მთავარ მწვრთნელს ლუკ უოლტონს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ. მის წინააღმდეგაც სასამართლოში სარჩელი ჟურნალისტმა კელი ტენანტმა შეიტანა.
ტენანტის განცხადებით, უოლტონი მას სანტა-მონიკას ერთ-ერთ სასტუმროში შეხვდა, რათა მისი ავტობიოგრაფიული წიგნის გამოცემასთან დაკავშირებით დეტალები გაეცნო, რა დროსაც მასზე ძალადობა სცადა.
სკანდალურ ინფორმაციას „ლეიკერსი“ ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა, სადაც წერია, რომ კლუბისთვის ამის შესახებ არაფერი იყო ცნობილი, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაბამის ორგანოებს აუცილებლად აცნობებდნენ.
უოლტონი ცუდი შედეგების გამო „ლეიკერსიდან“ 12 აპრილს გაათავისუფლეს და უკვე ცნობილია, რომ მომდევნო სეზონში ის „საკრამენტოს" უხელმძღვანელებს.