ქართველმა კალათბურთელმა გოგა ბითაძემ NBA-ს ოფისში 2019 წლის დრაფტში მონაწილეობასთან დაკავშირებით ოფიციალური განაცხადი შეიტანა.
ბითაძემ განაცხადი შარშანაც შეიტანა, თუმცა მოგვიანებით გადაიფიქრა და განაცხადი უკან გაიტანა. ამ ერთ წელიწადში ქართველმა ცენტრმა ევროლიგის ვარსკვლავად ჩამოყალიბება მოასწრო.
NBA-ს 2019 წლის დრაფტი 20 ივნისს გაიმართება და ამ დღეს გაირკვევა, თუ რომელ ნომრად და ვინ აიყვანს 19 წლის ქართველ სპორტსმენს.