26 წლის ბრიტანელი მებრძოლი დარენ ტილი ესპანეთის პოლიციამ ტენერიფეში დააკავა. სპორტსმენმა, მეგობრებთან ერთად, სასტუმროში დააზიანა ავეჯი და ცეცხლის ჩამქრობი ქაფიც გამოიყენა ოთახში.
ამის გამო ის და მისი მეგობრები სასტუმროდან გაყარეს. მათ სხვა სასტუმროში გადაინაცვლეს თუმცა იქ მომსახურებაზე უარი უთხრეს. ამის შემდეგ ტილმა და მისმა მეგობრებმა ტაქსი გამოიძახეს. როგორც გამოცემები წერენ, მათ ისარგებლეს იმით, რომ მძღოლმა მანქანა ცოტა ხნით დატოვა, რათა ბარგის გადატანაში მიხმარებოდა, და ავტომობილი გაიტაცეს.
საბოლოოდ, სპორტსმენი და მისი მეგობრები დააკავეს.