ახალ რეიტინგში ბასილაშვილი ერთი საფეხურით დაქვეითდა

ახალ რეიტინგში ბასილაშვილი ერთი საფეხურით დაქვეითდა

პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (ATP) ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა. მონტე კარლოს მასტერსზე წარუმატებელი თამაშის შემდეგ, ნიკოლოზ ბასილაშვილი ერთი საფეხურით დაქვეითდა. ის 1930 ქულით მე-18 პოზიციაზეა.

ამ კვირას, ნიკოლოზ ბასილაშვილი ტურნირს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ითამაშებს. ბასილაშვილი ბრძოლაში მერვედფინალიდან ჩაებმება და მისი მეტოქე იქნება გერმანელ პეტერ გოიოვჩიკსა და სამხრეთაფრიკელ ლოიდ ჯორჯ ჰარისს შორის გამარჯვებული.

შარშან, ქართველი უნგრულ ტურნირს სწორედ ამ ეტაპზე გამოეთიშა, როცა იტალიელ ანდრეას სეპისთან დამარცხდა.