აგრარულ ბაზრებში საშინელი სიძვირეა - ქართული პროდუქტი დახლებიდან გაქრა

აგრარულ ბაზრებში საშინელი სიძვირეა - ქართული პროდუქტი დახლებიდან გაქრა

საქარველოში ძვირი გაზაფხული დადგა. როგორც მოსალოდნელი იყო, ადგილობრივი პროდუქტი ვადაზე ადრე ამოიწურა და მთელი ქვეყანა იმპორტირებული პროდუქციის ამარა დარჩა. შესაბამისად, წინასადღესასწაულო პერიოდში სურსათზე ფასმა პიკს მიაღწია. განსაკუთრებით მოიმატა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ღირებულებამ. ასეთი მდგომარეობა მინიმუმ 1 თვე კიდევ გაგრძელდება.

აგრარულ ბაზრებში გაზრდილია ხილ-ბოსტნეულის ფასი. ამ პერიოდისთვის არაადეკვატურად ძვირი ღირს კომბოსბტო, სტაფილო, კარტოფილი, მწვანილი, ციტრუსი, სხვადასხვა სახის ფხალი თუ რძის ნაწარმი.

როგორც ბაზრის მიმომხილველები აცხადებენ, პროდუქტზე მაღალმა მოთხოვნამ, ექსპორტიორებსა და ადგილობრივ მწარმოებლებს ფასის 25%-მდე გაზრდის საშუალება მისცა. ამიტომაც, მაგალითად, შედეგად, 1 კგ ოხრახუშის ფასი 1 დოლარით გაიზარდა.

კარტოფილის, კომბოსტოს და სტაფილოს ღირებულებამ ბოლო პერიოდის უმაღლეს ნიშნულს უწია. „ისთ ფრუტის“ ბაზრის მიმოხილვაც ადასტურებს, რომ ადგილობრივ ბაზრებზე ფასების საკმაოდ ნეგატიური დინამიკა შეიმჩნეოდა. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ბაზარზე ფასების გაზრდის მიზეზი ხარისხიანი პროდუქტის შემცირება და სეზონის დასრულება იყო.

საქართველოში, წინა გასულ კვირას, ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტების ფასმა 12%-15%-ით მოიმატა და ახლა კომბოსტო 2,5 ლარი ღირს, კარტოფილი - 1,5 ლარი, ყვავილოვანი კომბოსტო - 3-4 ლარი, ხოლო სტაფილო - 2 ლარამდე. გაძვირებულია სხვადასხვა სახეობის ხილი და რძის ნაწარმიც.

რეგიონში მფხოვრები ფერმერები ამბობენ, რომ ოჯახში სამყოფი მოსავალიც არ შერჩათ და ისინიც შემოტანილი სურსათის ამარა დარჩნენ. ამის მიზეზად გლეხები წარმოების სიმცირეს ასახელებენ - ხალხმა ნათესები შეამცირა.

სპეციალისტების განცხადებით, საქართველო ძირითადად თურქული პროდუქციის გასაღების არეალია, რომელსაც მწირი ქართული პროდუქცია კონკურენციას ვერ უწევს აქტიურ სეზონზეც კი. პროფესორი ანზორ მესხიშვილი ადასტურებს, რომ ახლა მართლაც ძალიან რთული პერიოდია.

„ერთია, რომ ადგილობრივი სურსათი აღარ არის, მაგრამ რაც გვაქვს, იმასაც სიძვირის გამო ხალხი ვერ ყიდულობს. ჩვენ თურქული პროდუქციის გამსაღებელი ქვეყანა ვართ და იმპორტირებული პროდუქციის იმედად უნდა ვიყოთ სეზონზეც, რაც გაუგონარია. როცა კარტოფილის ფასი 1,30 ლარს აჭარბებს და ხახვს 2 ლარზე ნაკლებად ვერ იყიდი, იქ უკვე ძალიან ცუდადაა საქმე.

ცხადია, ლარის კურსმაც განაპირობა ფასების ზრდა, მაგრამ ჩვენი პრობლემა წარმოების დეფიციტშია. სტრატეგიულ დარგებს უნდა მივხედოთ. კარგია, რომ მეღვინეობა ვითარდება, მაგრამ ეს ვერ გვიშველის, თუ სხვა ეროვნული პროდუქტი დახლებიდან გაქრება. დღეს სწორედ ასეთ მდგომარეობაში ვართ.

სოფელი დაიცალა, გატყიანდა სახნავი მიწები, ტყე-ბუჩქად იქცა, შრომისუნარიანი მოსახლეობა აღარ გვყავს და ეს არის ყველა უბედურების სათავე“, - აღნიშნა მესხიშვილმა.

სოციალისტი რა მაგის პასუხია და ბატონი ქობულია რატომ მოხსნა ბატონმა ბიძინამ?! არც ქობულია ამბობს, არც ბიძინა...
5 წლის უკან
Serapina ბმული
5 წლის უკან
thrgg@yahoo.com შრომისუნარიანი მოსახლეობა აღარა გვყავსო, შე კაი კაცო ვინცა გვყავს ისიც ქალაქში გამორბის და უსაქმურად დაეხეტება დისკო ბარებსა თუ სხვა უბედურობებში, თან დაბოლილები დადიან და ყანა უნდათ ეხლა მაგათ? მოწევენ რაღაც უბედურებას ან გაიკეთებენ, ან გადაყლაპავენ და სულ ფეხებზე ჰკიდიათ ხვალ რა იქნება, რას გააკეთებენ და როგორ იცხოვრებენ. ქვეყანაში არ არის არც იდეოლოგია, არ მუშაობს არც ოჯახის ინსტიტუტი, ნაცსექტის პერიოდმა ხომ სულ მოუღო ბოლო ახალგაზრდობას და ასე შემდეგ და აი შედეგიც დადგა, უარესს ელოდეთ...
5 წლის უკან