დანილო

დანილო "ინტერს" შეუთანხმდა

ინგლისური „მანჩესტერ სიტის“ მცველი დანილო შესაძლოა ზაფხულში მილანის „ინტერში“ გადავიდეს. იტალიური მედიის ცნობით, ბრაზილიელ ფეხბურთელს „ნერაძური“ პირად ხელშეკრულებაზე უკვე მოურიგდა და ახლა „სიტის“ დაყოლიებაა საჭირო.

როგორც ცნობილი გახდა „ინტერი“ 27 წლის სამხრეთ ამერიკელის სანაცვლოდ 22 მილიონის გადახდას აპირებს, თუმცა „სიტი“ ოდნავ მეტს მოითხოვს.

შეგახსენებთ, დანილო „სიტიში“ 2017 წელს „რეალიდან“ გადავიდა და ამ პერიოდში „ქალაქელთა“ ღირსება 58 მატჩში დაიცვა, 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი შეასრულა.