ლონდონის „ტოტენჰემი“ იძულებულია დამდეგ სატრანსფერო პერიოდში კრისტიან ერიკსენი გაასხვისოს. AS-ის ცნობით, „მამლებს“ ახალი სტადიონის მშენებლობა 1.1 მილიარდი ევრო დაუჯდათ, ხოლო ბანკიდან 735 მილიონი ევროს ოდენობის სესხი აქვთ დასაფარი.
ამიტომაც, ერიკსენის გაყიდვა გარდაუვალი იქნება, რადგან გუნდის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია. თანაც, დანიელს კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულში ეწურება და თუ ახლა არ გაყიდეს, შემდეგ მის სანაცვლოდ ვერაფერს მიიღებენ.
შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე ერიკსენის მთავარი მსურველები „მანჩესტერ იუნაიტედი“ და მადრიდის „რეალი“ არიან.