„პარი სენ-ჟერმენმა“ 500 მეხანძრე, რომელიც პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობდა, „მონაკოსთან“ მატჩზე დაპატიჟა.
ფრანგული მედიის ინფორმაციით, მიწვეული 500 მეხანძრიდან ორს მატჩის წინ ბურთის სიმბოლურად თამაშში შეყვანის უფლებას მისცემენ. ფეხბურთელებს მაისურებზე პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ექნებათ გამოსახული.
„პარი სენ-ჟერმენსა“ და „მონაკოს“ შორის დაპირისპირება 21 აპრილს გაიმართება. ფეხბურთის გულშემატკივარი შეხვედრას თვალს თბილისის დროით 23:00 საათიდან მიადევნებს.
პარიზის ღვთიმშობლის ტაძარში ხანძარი 15 აპრილს გაჩნდა. საფრანგეთის ხელისუფლება ნოტრ-დამის აღდგენას 5-წელიწადში გეგმავს.
ნოტრ-დამი XII-XIV საუკუნეებშია აშენებული. გოთიკური საკათედრო ტაძარი საფრანგეთის მთავარი ღირსშესანიშნაობაა.