ბელგიური მედიის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების 19 წლის შემტევმა ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ "გენტთან" კონტრაქტი 2 წლით გაახანგრძლივა და კლუბში 2022 წლის ზაფხულამდე დარჩება.
როგორც Het Nieuwsblad-ი იუწყება, იმის გამო, რომ ქართველი ფეხბურთელის კონტრაქტი 2020 წელს იწურებოდა, ბელგიურ კლუბს მისი გაყიდვა მიმდინარე წლის ზაფხულში მოუწევდა. ამიტომ "გენტის" გენერალურმა დირექტორმა მიშელ ლოვაჟიემ მასთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა.
ინფორმაცია ოფიციალურად არც კლუბს და არც ფეხბურთელს ან მის აგენტებს არ დაუდასტურებიათ. გამოცემა არც კონტრაქტის სხვა დეტალებზე საუბრობს.
გიორგი ჩაკვეტაძე რამდენიმეთვიანი ტრავმის შემდეგ მოედანს "გენკთან" წაგებულ (1:2) მატჩში დაუბრუნდა, სადაც საგოლე გადაცემაც შეასრულა, შემდეგ შეხვედრაში კი კიდევ ერთ წაგებულ შეხვედრაში (1:2) "ანტვერპს" გაუტანა.