„იუვენტუსის“ თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ, შესაძლოა, ტურინული კლუბი კონტრაქტით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე დატოვოს. ტურინულ კლუბთან ხელშეკრულება მას 2022 წლამდე აკავშირებს. თუმცა არ არის გამორიცხული პორტუგალიელმა იტალია 2020-ში დატოვოს - წერს La Repubblica.
გამოცემის ინფორმაციით, რონალდუ ერთობ გულგატეხილი ყოფილა ჩემპიონთა ლიგიდან გუნდის გავარდნით. მომავალ ზაფხულს ის კლუბის დატოვებას არ აპირებს, 2021-ში კი შესაძლოა სხვაგან წავიდეს.
პორტუგალიელი ვარსკვლავი „იუვენტუსში“ გასულ ზაფხულს გადავიდა მადრიდის „რეალიდან.“