ტიერი ანრიმ შესაძლოა მწვრთნელის კარიერა ამერიკის შეერთებული შტატებში განაგრძოს.
სპორტული გამოცემა Sky Sports News წერს, რომ ანრი MLS-ის ერთ-ერთი კლუბის „ნიუ-იორკ რედ ბულზის“ მთავარი მწვრთნელი გახდება.
გუნდის გარეშე დარჩენილი ფრანგი სპეციალისტი ამერიკული კლუბის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებას აწარმოებს. გამოცემის ინფორმაციით, „ნიუ-იორკ რედ ბულზის „ხელმძღვანელები თვლიან, რომ ტიერი ანრი შეცვლის სიტუაციას მოედანზე და მის გარეთ. ასევე ლეგენდარული ვეტერანი ფეხბურთელის გუნდში მუშაობა დადებითად აისახება „ნიუ იორკ რედ ბულზის“ რეპუტაციაზე.
46 წლის ფრანგი ფეხბურთელი ამ გუნდში 2010-2014 წლებში თამაშობდა.
ტიერი ანრი 2018 წლის 13 ოქტომბერს მონაკოს მთავრი მწვრთნელის პოსტზე დანიშნეს და მისმა გუნდმა 3 თვეში მხოლოდ 5-ჯერ მოახერხა მოგება. ანრი მონაკოდან 2019 წლის იანვარში გაანთავისუფლეს.