რა ურთიერთობა აქვთ ეკა ბესელიას და დათო ხუჯაძეს?

რა ურთიერთობა აქვთ ეკა ბესელიას და დათო ხუჯაძეს?

ცნობილი ადამიანების პირადი ცხოვრება მუდმივად საინტერესოა და ყურადღების ცენტრში არიან.

ამ მხრივ გამონაკლისი არც ეკა ბესელია და დათო ხუჯაძე არიან. რამდენიმე დღის წინ "დაიცავი საქართველოს" პრეზენტაციაზე, ბესელია და ხუჯაძე ფილარმონიაში ერთად მივიდნენ.

მათთან ერთად იმყოფებოდა ეკა ბესელიას ძმაც. ხუჯაძე-ბესელიას გამოჩენას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ისინი საკონცერტო დარბაზში ერთად პირველად არ გამოჩენილან. ჯგუფ "სახის" ვარსკვლავის გახსნაზე, დათო ხუჯაძეს გვერდს ეკა ბესელია უმშვენებდა.

"რეიტინგი" დათო ხუჯაძეს დაუკავშირდა და შეეცადა მისგან გაერკვია რა ურთიერთობა აქვს ეკა ბესელიასთან.

დათო, ფილარმონიაში ეკა ბესელიასთან ერთად თქვენს გამოჩენას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რა ურთიერთობა გაქვთ მასთან?

- ეკა ბესელიას ვიცნობ ბავშვობიდან, რა არის ამაში გასაკვირი?

პირველად არ გამოჩენილხართ ერთად, "სახეს" ვარსკვლავის გახსნაზეც გვერდით გედგათ...

- კი, ასე იყო. ეკას დისშვილის ნათლია ვარ და რა არის ამაში უცნაური ვერ ვხვდები.