თემურ ქეცბაია: ალან შირერმა გულშემატკივრებს სთხოვა, რომ ჩემთვის მაისური დაებრუნებინათ

თემურ ქეცბაია: ალან შირერმა გულშემატკივრებს სთხოვა, რომ ჩემთვის მაისური დაებრუნებინათ

ბრიტანული chroniclelive.co.uk -ი ვეტერან ქართველ ფეხბურთელს, თემურ ქეცბაიას ესაუბრა, რომელიც 1997-2000 წლებში "ნიუკასლის" ღირსებას იცავდა.

ყველაზე ცნობილი თემურის მიერ "ბოლტონის" კარში გატანილი გოლია, რომლის შემდეგაც მან სარეკლამო აბრები დალეწა.

"მცირე დროის გამო უკმაყოფილო ვიყავი, როდესაც გოლი გავიტანე, განცდები გამოვუშვი. ამის ნახვა აღარ მსურს. სიმართლე გითხრათ, არც არასდროს მინახავს. ამის გაკეთება არ მსურდა. ჩემი გატანილი გოლი კი მნიშვნელოვანი იყო, რადგან ცუდი დრო გვედგა. ალან შირერმა გულშემატკივრებს სთხოვა, რომ ჩემთვის მაისური დაებრუნებინათ, რადგან მატჩი დასრულებული არ იყო.

20 წელზე მეტი გავიდა, მაგრამ გასახარია, როდესაც ხალხი გცნობს.

კლუბში მარტში გადმოვედი. მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრების რიგებში ინგლისის წინააღმდეგ ვითამაშე. მეორე ადგილზე გავედით და ჩემპიონთა ლიგაზე ვითამაშეთ. როდესაც "ნიუკასლში" გადმოვედი, ბუნდესლიგაში თამაშის შანსი მქონდა, ჩემი შეძენა "კაიზერსლაუტერნს" სურდა.

აქ ბევრი მეგობარი შევიძინე: რობ ლი, ალან შირერი, დანკან ფერგიუსონი, ნობი სოლანო, შეი გივენი.

ბევრი შესანიშნავი ფეხბურთელი თამაშობდა. დღეს კლუბში ბევრი ვარსკვლავი არ მოდის. კლუბის ხელმძღვანელობას ან არ აქვს, ან არ სურს ფულის დახარჯვა. კლუბი ორჯერ გავარდა პრემიერლიგიდან, კარგ მდგომარეობაში არც ამ მომენტისთვისაა. "არსენალთან" მატჩს ვუყურე და ძალიან არ მომეწონა", - განაცხადა ქეცბაიამ chroniclelive.co.uk-თან.