ღორის ხორცს მოვაშოროთ ზედმეტი ცხიმი და დავჭრათ ნაჭრებად (სიგრძეში 5 სმ და სიგანეში - 5 მმ). ნაჭრის ზომა უნდა იყოს იმხელა, რომ თავისუფლად ეტეოდეს კოვზზე და არ იყოს საჭირო მისი დამატებით დაჭრა.
სოკოები 5 წუთით მდუღარე წყალში ჩავუშვათ, რომ დარბილდნენ და "გაიბერონ". დაჭრის წინ ფეხები მოვაცალოთ.
ღორის ხორცის ნაჭრები ჩავალაგოთ დიდ ქვაბში, დავუმატოთ კრევეტები და ჩავასხათ ბულიონი. მივიყვანოთ ადუღებამდე, დავუწიოთ ცეცხლს და ვადუღოთ 4-5 წუთი. დავუმატოთ ყველა დანარჩენი ინგრედიენტი გარდა კვერცხისა და წყალ-ფქვილის ნარევისა. გავაჩეროთ კიდევ 1-2 წუთით ნელ ცეცხლზე.
ქვაბი ცეცხლიდან გადმოვდგათ და თანდათანობით ჩავასხათ მასში კვერცხი, თან მსუბუქად ვურიოთ. ცხელ სუპში მოხვედრილი კვერცხი უნდა შეიკრას ძაფების მსგავსად.
ცხელი სუპის 1 ს.კ. შევურიოთ წყლისა და ფქვილის მასასთან და ყველაფერი ეს ჩავასხათ ისევ ქვაბში. (თან ვურიოთ).
ვადუღოთ კიდევ 1 წუთი ნელ ცეცხლზე, რომ ცოტა შესქელდეს.
ინგრედიენტები 4-6 პორციაზე:
60 გრამი ღორის ხორცი,
3 მშრალი ჩინური სოკო, მდუღარე წყალში 5 წუთით დამბალი და დაჭრილი,
60 გრამი გასუფთავებული უმი კრევეტები,
1,5 ლიტრი ქათმის ბულიონი,
30 გრამი ბამბუკის ყლორტი, ნაჭრებად დაჭრილი,
3 თავი მწვანე ხახვი (დაჭრილი),
1 სუფრის კოვზი. შაქრის ფხვნილი,
1 ჩაის ჭიქა. მუქი სოიოს სოუსი,
1 ჩაის ჭიქა ღია სოიოს სოუსი,
1,5 სუფრის კოვზი ძმარი,
ქუნჯუთის ზეთი და ბრინჯის ღვინო ან შერი,
1 ცალი კარგად ათქვეფილი კვერცხი,
1 სუფრის კოვზ სიმინდის ფქვილთან შერეული 2 სუფრის კოვზი წყალი,
მარილი და პილპილი გემოვნებით.
მისაყოლებლად რეკომენდირებულია ხილის, დაბალგრადუსიანი არაყი.