ვინ დანიშნა ლალი მოროშკინამ თავისი სასტუმროს კრეატიულ დირექტორად?

ვინ დანიშნა ლალი მოროშკინამ თავისი სასტუმროს კრეატიულ დირექტორად?

ლალი მოროშკინამ "სიღნაღი არტ ოტელის" კრეატიულ დირექტორად არც მეტი არც ნაკლები ჟღალი კატა რიჩარდი დანიშნა.

რატომ დანიშნეთ კატა დირექტორად?

- ვფიქრობ, რომ ცხოველს ინსტინქტის დონეზე ხანდახან ჩვენზე მეტი შეუძლია, მინიმუმ გრძნობს ენერგეტიკულად სუფთა ადგილს და მხოლოდ იქ იდებს ბინას.

ანუ, რიჩიმ ბინა სიღნაღში დაიდო?

- მეტიც, დაეუფლა დირექტორის სავარძელს და კუდის ქიცინით და "გაღიმებული" ხვდება სტუმრებს.

რას ემსახურება ბლოგი ფეისბუქზე " მე ვარ რიჩი სიღნაღიდან"?

- ჩვენი სასტუმრო პირველია რეიტინგებში ბუქინგზე, გვსტუმრობენ ოჯახური წყვილები, გვაქვს საბავშვო კუთხე, ხოლო რიჩის პირველ პირში მოყოლილი სასტუმროს კულუარული ამბები გაამხიარულებს ჩვენს თაყვანისმცემლებს.

ახალ წიგნსაც ხომ არ ველოდოთ ლალი მოროშკინასგან, მაგალითად "რიჩის ცხოვრება"?

- მიაუ... რატომაც არა, და რა თქმა უნდა, კვლავაც ჩემს საყვარელ "კვირის პალიტრასთან" ვითანამშრომლებ.

მიაუ, გისურვებთ წარმატებას!

-  მადლობა, აუცილებლად გავამიაურთლებთ.