ამსტერდამში, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩის დაწყებამდე, საფეხბურთო კლუბ „იუვენტუსის“ 100-ზე მეტი გულშემატკივარი დააკავეს.
ამსტერდამის პოლიციის განცხადებით, გულშემატკივართა წინააღმდეგ ასევე გამოიყენეს წყლის ჭავლი, რადგან გულშემატკივრები სტადიონს გარეთ ფეიერვერკს და სხვა აალებად ნივთიერებას აგროვებდნენ.
უცხოურ მედიაში ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზოგიერთ გულშემატკივარს დანები, ხელკეტები და წიწაკის სპრეიც აღმოუჩინეს.