კოლუმბიაში საფეხბურთო მატჩზე ჭირისუფლები გარდაცვლილი გულშემატკივრის სასახლით მივიდნენ

კოლუმბიაში საფეხბურთო მატჩზე ჭირისუფლები გარდაცვლილი გულშემატკივრის სასახლით მივიდნენ

კოლუმბიის საფეხბურთო ჩემპიონატში უცნაური ფაქტი მოხდა. „კუკუტას“ გულშემატკივრები სტადიონზე სასახლით მივიდნენ, სადაც მათი გარდაცვლილი მეგობარი იყო დასვენებული. ამის შესახებ Sport Bible-ი წერს.

არენის დაცვის სამსახურს ამ ფაქტზე არანაირი რეაგირება არ მოუხდენია. დაღუპული 17 წლის კრისტოფერ ჯეიკია, რომელიც თამაშის წინა დღეს მოკლეს.

ბუნებრივია, სანამ გულშემატკივრები სტადიონზე ჯეიკს მიასვენებდნენ, უფლება მისი ოჯახის წევრებისგან მიიღეს. „კუკუტამ“ ანგარიში სწორედ გულშემატკივრების მისვლის შემდეგ გაათანაბრა.