NBA-ის ვარსკვლავმა დირკ ნოვიცკიმ კარიერის დასრულება გადაწყვიტა. Deutsche Welle-ს ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანელმა კალათბურთელმა დალასში განაცხადა, სადაც მისმა გუნდმა „დალას მავერიქსმა“ „ფენიქს სანსი“ ანგარიშით 120:109 დაამარცხა.
„ეს ჩემი ბოლო საშინაო მატჩია. თუმცა მე აქ დავრჩები ჩემ ცოლთან და შვილებთან ერთად, ეს ჩემი ახალი სახლია, მე ტეხასელი გავხდი, მადლობა ყველას", - განაცხადა ნოვიცკიმ.
ნოვიცკი 21 სეზონის განმავლობაში „დალას მავერიქსში“ თამაშობდა, რითაც ერთ გუნდში ხანგრძლივად თამაშით NBA-ს რეკორდი მოხსნა. ამასთან, ის გუნდის ყველა ძვირადღირებული მოთამაშე გახდა.