მიუხენის „ბაიერნის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ოტმარ ჰიტცფელდმა, ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები დაასახელა.
„ვფიქრობ, წლეულს ინგლისურ გუნდებს ლიგის მოგების საუკეთესო შანსი აქვთ. ალბათ იმიტომაც, რომ მესი ისე ვეღარ ბრწყინავს, როგორც ადრე. იგივე შეიძლება ითქვას რონალდუზე. პორტუგალიელი აგრძელებს გოლების გატანას, მაგრამ „იუვენტუსს“ ძალიან გაუჭირდება ნახევარფინალში გასვლა.
ვფიქრობ, ლიგას „მანჩესტერ სიტი“ ან „ლივერპული“ მოიგებენ.“ - უთხრა ჰიტცფელდმა Omnisport-ს.