ალეგრი:

ალეგრი: "დარწმუნებული ვარ რონალდუ "აიაქსთან" ითამაშებს"

ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ "მილანთან" მოგებული იტალიის ჩემპიონატის მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ კრიშტიანუ რონალდუ თავს კარგად გრძნობს და "აიაქსთან" გასამართ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ მატჩში ითამაშებს.

რონალდუ თავს კარგად გრძნობს, თუმცა დასვენება მე ვთხოვე. დარწმუნებულები ვართ, რომ პორტუგალიელი თავდამსხმელი ამსტერდამის "აიაქსთან" თამაშს შეძლებს." - ციტირებს იტალიელის სიტყვებს Sky Italia.

"იუვენტუსის" და "აიაქსის" პირველი დაპირისპირება ამსტერდამში 10 აპრილს გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. რონალდუმ ფეხის ტრავმა 25 მარტს სერბეთთან გამართულ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში მიიღო და რამდენიმე მატჩი გაუცდა.