ისრაელის მოქალაქე ისააკ ჰაიკი გინესის წიგნში, მსოფლიოს უხუცესი ფეხბურთელის სტატუსით მოხვდა. მან საფეხბურთო კლუბების ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა.
BBC-ის ცნობით, 73 წლის ისააკ ჰაიკმა, რომელიც საფეხბურთო კლუბ „ირიონ ორ-იეხუდას“ მეკარეა, გასულ კვირას საფეხბურთო მოედანზე 90 წუთი გაატარა.
სოლიდური ასაკის მიუხედავად, ისააკ ჰაიკმა განაცხადა, რომ მომავალშიც ითამაშებს თავისი გუნდის რიგებში. მომავალ კვირას ის 74 წლის იუბილეს იზეიმებს.
აქამდე არსებული რეკორდი ეკუთვნოდა ურუგვაელ ფეხბურთელ რობერტო კარმონეს. 2015 წელს 53 წლის ასაკში ის საფეხბურთო მოედანზე „პან-დე-ასუკარის“ რიგებში გამოჩნდა.
ყველაზე უხუცეს ფეხბურთელად, რომელმაც მატჩის დროს გოლი გაიტანა იაპონელი თავდამსხმელი კადძუესი მირუაა. რომელიც იაპონიის მეორე დივიზიონის გუნდ „იოკოგამაში“ თამაშობდა.
2017 წელს 50 წლის ასაკში კადძუესი მირუამ ბრიტანელი სტენლი მეტუზას მიერ 50 წლის წინ დამყარებული რეკორდი მოხსნა. მან საფეხბურთო მატჩში გამარჯვების გოლი გაიტანა.