გიორგი ჩაკვეტაძე

გიორგი ჩაკვეტაძე "გენტის" განაცხადშია

როგორც დააანონსებული იყო, გიორგი ჩაკვეტაძე „გენტის“ განაცხადშია. ბელგიური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იეს თორუპმა ჯერ კიდევ გუშინ თქვა, რომ ქართველი მზად იყო და შემადგენლობაში შეიყვანდა.

ასეც მოხდა, ცოტა ხნის წინ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განაცხადში გიორგი წერია, ისევე, როგორც გიორგი ქვილითაია. თუმცა, ვნახოთ, მოხვდება თუ არა ჩვენებური 18-კაციან განაცხადში.

წესით, ჩაკვეტაძე სათადარიგო სკამზე მაინც უნდა ვიხილოთ, რადგან თორუპმა განაცხადა, რომ პრობლემა აღარ არსებობს და 19 წლის ქართველი სათამაშოდ მზადაა.

შეგახსენებთ, რომ გიორგის 30 იანვრის შემდეგ არ უთამაშია, ხოლო „გენტი“ დღეს სტუმრად „გენკს“ გაეჯიბრება.