ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გარეტ საუტგეიტ პრინცმა ჩარლზმა ბრიტანეთის იმპერიის ორდენით დააჯილდოვა. ღონისძიება ბუკინგემის სასახლეში გაიმართა.
ბრიტანეთის იმპერიის ჯილდო გარეტ საუტგეიტს საფეხბურთო მიღწევებისთვის გადაეცა.
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე, ინგლისელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით ეროვნული ნაკრები ნახევარფინალამდე მივიდა.
მანამდე პრინცმა უილიამმა ბრიტანეთის იმპერიის ორდენით ჰარი კეინი დააჯილდოვა.