მარიო მანჯუკიჩი ტურინის „იუვენტუსში“ კიდევ ორი წელი ითამაშებს. ხორვატმა ფეხბურთელმა გუნდთან კონტრაქტი გააგრძელა. ინფორმაციას „იუვენტუსი“ ავრცელებს.
„იუვენტუსამდე“ მანჯუკიჩი „ვოლფსბურგში“, „ბაიერნისა“ და მადრიდის „ატლეტიკოში“ თამაშობდა.
ტურინის „იუვენტუსში“ ხორვატმა ოთხი სეზონი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 159 მატჩი ჩაატარა და 43 გოლი გაიტანა.
მარიო მანჯუკიჩმა სანაკრებო კარიერა 2018 წელს დაასრულა.