საფეხბურთო კლუბი „ბარსელონა“ მზადაა ლიონელ მესისთან სამუდამო კონტრაქტი გააფორმოს. ამის შესახებ ინფორმაციას Sky Sport-ი ავრცელებს.
"გვსურს, რომ მას ხანგრძლივი სპორტული კარიერა ჰქონდეს და ფეხბურთის თამაშით დიდხანს მიიღოს სიამოვნება. ლიონელ მესი ბარსელონას საზღვრებს გასცდა. მას მთელი მსოფლიო აღმერთებს და ტაშს უკრავს“, - განაცხადა კლუბის პრეზიდენტმა ჟუზეპ მარია ბარტომეუმ.
მესი „ბარსელონაში“ 2000 წლიდან თამაშობს. კატალონიელების რიგებში მან ესპანეთის ჩემპიონატი მეცხრედ მოიგო.