2 აპრილს პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა უჩვეულო გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ გააოცეს საზოგადოება.
საქმე იმაშია, რომ წყვილმა მოულოდნელად გადაწყვიტა სოციალურ ქსელებშიც გამოჩენილიყო, თანაც ერთად და საერთო ინსტაგრამის გვერდი შექმნა.
სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიის ოფიციალური ინსტაგრამის სახელწოდება Sussexroyal-ია და მას ერთ დღეში უკვე 1.8 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.