სერბი ფეხბურთელი ყოფილ მეუღლეს მაფიასთან კავშირში ადანაშაულებს და მისი შიშით სახლიდან ვერ გამოდის

სერბი ფეხბურთელი ყოფილ მეუღლეს მაფიასთან კავშირში ადანაშაულებს და მისი შიშით სახლიდან ვერ გამოდის

სერბეთის ნაკრების ყოფილი მცველი დუშკო ტოშიჩი, რომელიც ამჟამად ჩინური "გუანჩჟოუ ფულის" ღირსებას იცავს, ძალიან უცნაურ ამბავში გაება. ის სახლიდან ვერ გამოდის, რადგან შიშობს, რომ ყოფილ მეუღლეს, ელენა კარლეუშას მისი მოკვლა სურს.

ტოშიჩის აზრით, მისი ყოფილი მეუღლე მაფიასთან კავშირში იმყოფება და მისთვის მთელი ქონებისა და ფულის წართმევა სურს.

აღსანიშნავია, რომ წყვილი ერთმანეთს მას შემდეგ დაშორდა, რაც 40 წლის კარლეუშამ ტოშიჩს ახალგაზრდა ბოსნიელ ფეხბურთელთან, ოგნენ ვრანიესთან უღალატა. გაშორებისას ტოშიჩმა კარლეუშას მისამართით რამდენიმე შეურაცხმყოფელი ფრაზა ისროლა, რის შემდეგაც მას უცნობი პირები დაუკავშირდნენ და მოკვლით დაემუქრნენ.

ფეხბურთელი განქორწინების შემდეგ მეუღლისგან ორი მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაციას ითხოვს.

ჩინეთის ჩემპიონატში გადასვლამდე დუშკო ტოშიჩი "ცრვენა ზვეზდას", "ქუინზ პარკ რეინჯერსის", "ბეშიქთაშის", "ვერდერის", "სოშოსა" და "პორტსმუტის" ღირსებას იცავდა. სერბეთის ნაკრების მაისურით მას 26 მატჩი აქვს ჩატარებული.

ელენა კარლეუშა აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მომღერალია. მას და დუშკო ტოშიჩს ორი შვილი ჰყავთ.