ღორის ხორცის რულეტი აჯიკით

ღორის ხორცის რულეტი აჯიკით

ინგრედიენტები

აჯიკა - 2 ს.კ

ნიორი - 1 თავი

ხახვი - 2 თავი

ღორის რბილი ხორცი - 2 კგ , კანიანად. უმჯობესია გვერდის ნაწილი, ნეკნების გარეშე

მარილი და პილპილი

მომზადების წესები

ხახვი ბლენდერში დავაქუცმაცოთ ან გავხეხოთ, ნიორი კი დანით დავკეპოთ, არც თუ ძალიან წვრილად.  შევურიოთ ერთმანეთს და დავამატოთ აჯიკა.

ხორცი  კანით ქვემოთ დავდოთ, წავუსვათ მარილი და პილპილი, შემდეგ წავუვათ აჯიკიანი მასა და მჭიდროდ გადავახვიოთ რულეტივით. შევკრათ ძაფით, გავახვიოთ ფოლგაში და 1 ღამით მაცივარში შევინახოთ. შემდეგ  შევწვათ 180-200 გრადუსზე, ღუმელში, დრო და დრო დავასხათ თავისივე წვენი. წვის ბოლოს ფოლგა გადავხადოთ, რომ კანი დაიბრაწოს.

შეგვიძლია მივირთვათ როგორც თბილი, ასევე ცივი.