გოგა ბითაძე: თითოეულ მატჩში ბოლომდე ვიხარჯები, რომ ამ მიზანს მივაღწიო

გოგა ბითაძე: თითოეულ მატჩში ბოლომდე ვიხარჯები, რომ ამ მიზანს მივაღწიო

ახალგაზრდა გოგა ბითაძემ ყველა გააოცა, როცა ადრიატიკის ლიგის რეგულარული სეზონის MVP, საუკეთესო ახალგაზრდა კალათბურთელად და ლიგის სიმბოლური ხუთეულის წევრი გახდა.

მან საკუთარი შთაბეჭდილებების შესახებ ადრიატიკის ლიგის ვებ-გვერდთან ინტერვიუში ისაუბრა.

გილოცავთ, ყველა მოგებულ ჯილდოს, სეზონის დაწყებამდე ელოდით ამ ყველაფერს?

- ზაფხულის განმავლობაში ბევრს ვმუშაობდი, თუმცა სიმართლე, რომ გითხრათ ამ ჯილდოების მიღებას არ ველოდი. უბრალოდ, რაც ძალა და ღონე მქონდა ვცდილობდი, რომ თითოეულ მატჩში საუკეთესოდ მეთამაშა და ყოველ შეხვედრაში 100 პროცენტით დამეხარჯა ჩემი ძალები. გულწრფელად მიხარია, რომ ეს გარჯა დამიფასდა და ეს ჯილდოები მოვიგე.

ეს თქვენი მეორე სეზონია ადრიატიკის ლიგაში, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ თქვენი პოტენციალი გასულ სეზონში უკვე წარმოაჩინე, მაინც გააოცეთ ყველა თქვენი დომინაციით ლიგაში. რა არის თქვენი დაუჯერებელი პროგრესისა და კარგი თამაშების საიდუმლო მიმდინარე სეზონში?

- მე ვფიქრობ, რომ დიდ ძალისხმევასთან არის დაკავშირებული. თამაშზე კონცენტრირებული უნდა იყო, კალათბურთზე იფიქრო ყოველ დღე, პოზიტიური დარჩე და როგორც უკვე ვთქვი, დაუღალავად იშრომო. თქვენი შესაძლებლობების 100 პროცენტი უნდა გამოავლინოთ თითოეულ მოცემულ პრაქტიკაში. რა თქმა უნდა, უნდა ავღნიშნო, რომ შესანიშნავ მწვრთნელებთან და კალათბურთელებთან მომიწია მუშაობა, რომლებიც ძალიან მეხმარებიან.

თქვენი ისტორია ადრიატიკის ლიგაში "მეგა ბიმაქსიდან" დაიწყო, რომელიც ცნობილია ახალგაზრდა კალათბურთელების განვითარებით და მიმდინარე სეზონში "უდუჩნოსტში" გადახვედით - ლიგის ჩემპიონები, სადაც მხოლოდ ხარისხი და თითოეულ მატჩში წარმატებას ითხოვენ. როგორ დაგეხმარნენ ეს კლუბები განვითარებაში?

- "მეგა ბიმაქსი" დამეხმარა გავზრდილიყავი, როგორც ადამიანი და როგორც მოთამაშე. ისინი დამეხმარნენ ჩემი დონე მეჩვენებინა. მწვრთნელები და კალათბურთელები ყველაფერში მეხმარებოდნენ. "ბუდუჩნოსტშიც" ბევრს მეხმარებოდნენ და აქ დიდი გამოცდილება შევიძინე. გარდა ამისა ევროლიგაში თამაშის გამოცდილება მივიღე. ამიტომ შემიძლია ვთქვა, რომ ორივე კლუბი განვითარებაში ძალიან დამეხმარა.

როგორ მიგიღეს თანაგუნდელებმა "ბუდუჩნოსტში" და როგორია თქვენი თანამშრომლობა იასმინ რეპეშასთან და რამდენად გასხვავდება ის დეან მილოევიჩისგან?

- თანაგუნდელებმა ძალიან კარგად მიმიღეს. ისინი ძალიან კარგი ბიჭები არიან და ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. დიდი ხნის თანამშრომლობა არ მაკავშირებს რეპეშასთან, მაგრამ დიდ პატივს ვცემ მას და იმას, რასაც აკეთებს. დეან მილოევიჩის ხელში გავიზარდე და სიტყვებით ვერ გადმოვცემ, როგორი მადლიერი ვარ მისი. ვფიქრობ, რომ თამაშის 90 პროცენტი მისგან ვისწავლე.

რას მოელით "ბუდუჩნოსტთან" ერთად სეზონის დარჩენილ ნაწილში?

- ჩემი მოლოდინები დიდია. "ბუდუჩნოსტში" იმიტომ მოვედი, რომ ტიტული მოვიგო. ამას მუდმივად ვუმეორებ ჩემს თავს და ეს ჩემი მთავარი მიზანია. თითოეულ მატჩში ბოლომდე ვიხარჯები, რომ ამ მიზანს მივაღწიო.